
წელი: 2005 ჟანრი: თრილერი, მელოდრამა რეჟისორი: დევიდ მაკკენზი როლებში: ნატაშა რიჩარდსონი, იან მაკკელენი, ჰიუ ბონევილი, მარტონ ჩოკასი, შონ ჰარისი, ჯული ჰიკმანი ფილმის შესახებ: ფილმის მოქმედება ხდება 50-იანი წლების ინგლისში. სტელა, ახალგაზრდა სიმპათიური ქალი, საგიჟეთის მთავარი ექიმის მეუღლე, ქმართან ერთად ფსიქიატრიულ კლინიკაში გადადის საცხოვრებლად, სადაც ადმინისტრატორის მოვალეობის შესრულებას სთავაზობენ. საკუთარ თავში დარწმუნებული, მაგრამ ქორწინებაში უბედური სტელა სახიფათო ნაცნობობას აბავს კლინიკის პაციენტ ედგართან. მათი გრძნობები, გაზაფხულის წვიმას ჰგავს, რომელიც სიყვარულის და ვნების გრიგალად იქცევა. არც ქმრის, არც კოლეგების გაფრთხილება, არც ედგარის შავბნელი წარსული არ ჭრის სტელაზე, რომელსაც ვერაფერი აჩერებს... და არავინ იცის რა არის საავადმყოფოს კორიდორის მოსახვევს მიღმა - სიყვარული თუ უფსკრული...