
მოკლე კაბა ჩვენამდე 50-60 იანი წლებიდან შემოვიდა. მისი ისტორია ლონდონის ერთ-ერთ ბინაში ოთახის დალაგებისას დაიწყო. ახალგაზრდა დიასახლისი სახლს აწესრიგებდა. ფანჯრის გაწმენდის დროს მას გრძელმა ქვედაბოლომ ხელი შეუშალა და იძულებული გახდა მაკრატლით დაემოკლებინა. ეს სანახაობა შეუმჩნევლად არ დარჩენია მასთან სტუმრად მისულ მეგობარს, რომელიც დამწყები მოდელიორი იყო და პატარა მაღაზიაც ჰქონდა. მეგობრის სხეულზე დანახულმა სილამაზემ მას ახალი კოლექციის შექმნის იდეა შთააგონა და 1962 წელს ინგლისში პირველი "მინიქვედაბოლოების" ჩვენება მოეწყო. ოფიციალური სტატუსი მოკლე კაბამ 1966 წელს მოიპოვა. მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ სპეციალურად: GOGAGGG.COM-თვის