Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

სიმფონიური იავნანა

$
0
0

შვილის ყოლა ყველა წყვილის ოცნება და დიდი ბედნიერებაა, თუმცა ბავშვის დაბადებასთან ერთად მშობლები გარკვეული სირთულეების და პრობლემების წინაშე დგებიან. ბავშვი სამყაროს შეცნობას ჯერ კიდევ დაბადებამდე, მუცლად ყოფნის პერიოდში სწავლობს. ამ დროს დედის განწყობა ყველაზე ნათლად აისახება ნაყოფის მდგომარეობაზე. აუცილებელია დედამ შვილს მუცლად ყოფნის პერიოდშივე შთაუნერგოს სიყვარული: მოეფეროს მუცელს, ესაუბროს სასიამოვნო თემებზე, უმღეროს, მოუყვეს სასაცილო ამბები და რაც მთავარია მოამზადოს ამ ქვეყნიური ცხოვრებისთვის. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ მომავალი და უკვე გამოცდილი დედები, ვნახავთ რომ დაბადების შემდეგ, მეტად ადვილი იქნება "ჩვილის" გაზრდაც და აღზრდაც. ასევე საჭიროა დაბადებიდანვე ისწავლოს ბავშვმა დამოუკიდებლად ძილი. ზედმეტია ყოველგვარი "რწევა" და "ნჯგრევა". მივაწვინოთ, ჩავურთოთ ჩვენი საყვარელი კლასიკოსის სიმფონია და ვუსურვოთ ტკბილი ძილი ჩვენს პატარას.! მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ სპეციალურად: GOGAGGG.COM-თვის


Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles