
"ბურუნგანგა" შხამიანი მცენარისგან "ბრუგმანსიასგან" მოიპოვება. მასში შემავალი ნივთიერება-"სკოპოლამინი" ადამიანის ნებისყოფას მთლიანად ანადგურებს და მონასავით დამყოლს ხდის. ამ ნარკოტიკის დიდი დოზით მიღება კი გონების დაკარგვას და ამნეზიას იწვევს. ლათინური ამერიკის მედიის ინფორმაციით, ერთადერთი, რაც ეკვადორელმა მძღოლმა გაიხსენა, რომელმაც ავტომობილი და პირადი ნივთები დაკარგა ის იყო, რომ მანქანაში ორი ქალი ჩაუჯდა. ვენესუელაში კი ერთმა გოგონამ, რომელიც გონს საავადმყოფოში მოეგო, გაიხსენა, რომ ვიღაცამ მოიტაცა და გააუპატიურა. თითოეული მათგანი სწორედ ბურუნგანგათი იყო გაბრუებული.