
ყველა ქვეყანაში არსებობს თემები, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია. პირველ რიგში ადამიანებს ის თემები აინტერესებთ, რაც მათ ეხებათ. აქტუალური თემები ძირითადად პრობლემატურია. 2010 წელს " ბიბისიმ" 23 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ფინანსური კრიზისი და სოციალური თემები ყველა ქვეყანაში ერთხმად ლიდერობს. ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დაახლოებით 45%-სთვის პირველ ადგილზე მაინც სოციალური საკითხებია, თუმცა დედაქალაქში გაცილებით ნაკლები დაინტერესებაა სოციალური თემატიკის მიმართ (37%) ვიდრე რეგიონებში (45%). რაც შეეხება კულტურულ სიახლეებს, თბილისსი 12%-ს აღელვებს, ხოლო რეგიონებში კი მხოლოდ 3%-ს. მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.