
"დრო-ესეც კიდევ ერთი მსოფლიო საოცრებაა, რადგან მისი გაზომვა შეუძლებელია. მისი ძირითადი საზომი ბუნებამ შექმნა და ადამიანისთვის მიუწვდომელია. ყოველთვის იყო დროში რაღაც, რაც მუდამ ღლიდა ადამიანს. ალბათ ის რომ რეალურ დროში დრო ძალიან გრძელი და დაუსრულებელი გვეჩვენება, წამების შემდეგ კი ძალიან მოკლედ გაირბენს ის, მხოლოდ წამების შემდეგ. წამში ილევა დრო და ადამიანის დაღლილი და დაქანცული თვალები იმ წამს ლამობს, როცა ვეღარ დაინახავს მის დამჭკნარ ცხოვრებას, მერე კი ინატრებს დროის გაჩერებას, უკან დაბრუნებას და სინანულს დაიწყებს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ადამიანი ხომ ერთი წვიმის წვეთია, რომელიც ზეციდან ვარდება და ისევ ზეცაშივე ორთქლდება წამში. ოდესმე დაილევიან წამები, დაილევიან, რადგან დაიღლება თვით ადამიანი. ოდესმე გაქრება წამი,წუთი, საუკუნე და გავქრებით ჩვენც."