
გარუჯვა ბევრს უყვარს, განსაკუთრებით ქალებს. ერთი სული აქვთ როდის დაწვებიან მზის ცხელ გულზე და სასურველ კანის ფერს მიიღებენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია "ლეღვის ნახარშით" გარუჯვა, რაც ყოველ წელს ცუდი შედეგით სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ "ლეღვის ნახარშის" მსხვერპლი ყოველ წელს იმატებს, მისი მომხმარებლის რაოდენობა მაინც უცვლელია. ასევე სახიფათოა სოლარიუმიც, განსაკუთრებით მოზარდი გოგონებისთვის. მხოლოდ მარტივი წესების ცოდნაა საჭირო იმისთვის რომ უსაფრთხო და სასურველი კანის ფერი მივიღოთ: "ღია ფერის კანისთვის უფრო ძლიერი დამცავი საშუალებებია საჭირო, შედარებით მუქისთვის კი შედარებით სუსტი. მზეზე დიდხანს წოლა არ შეიძლება მათთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი ან პიგმენტური ლაქა აქვს". მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.