სწორი კვება. ბავშვობიდანვე სწორად ბალანსირებული კვება ჯანმრთელობის საწინდარია. სწრაფი კვება (ფასტ ფუდები) და ტკბილი გაზიანი სასმელები მენიუდან უნდა ამოიღოთ. იკვებეთ ხშირ–ხშირად მცირე ულუფებით. არ დაიბინძუროთ ორგანიზმი ტოქსინებით და წიდებით. საგრძნობლად შეამცირეთ საკვებში შაქარი და მარილი. ასაკოვან ადამიანებში შაქარი იწვევს კოლაგენის ნეგატიურ ცვლას, რაც აჩენს ნაოჭებს. გარდა ამისა ნაკლებად მიირთვით ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ასეთი საკვების ბოროტად გამოყენებას მოსდევს ათეროსკლეროზი. ქოლესტერინი ეცობა სისხლძარღვებს და იწყება ორგანიზმის სწრაფი დაბერება. ექიმები გვირჩევენ მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე საკვებს უნდა დავუმატოთ ვიტამინების კომპლექსიც. სვით მეტი სუფთა წყალი და არა გაზიანი. სითხე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისათვის, ეს კი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.
↧