მალე ''რუსთავი-2''-ის ეთერში მსოფლიოში ცნობილი და ძალიან პოპულარული პროექტის ''X-ფაქტორის'' ქართული ვერსია გავა. დიდი ხანია, ტელეკომპანია გულმოდგინედ ემზადება გრანდიოზული მუსიკალური შოუს დასაწყებად. პროექტს საკმაოდ საინტერესო ფორმატი აქვს, მონაწილეებს პირდაპირ ცოცხალი აუდიტორიის წინაშე უწევთ კასტინგის გავლა, ხოლო ჟიურის წევრები მათი მენტორები ხდებიან.
↧