საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ყველანაირი ჩაწყობის გარეშე ჩემი განათლებით და მონდომებით მოვხვდი აქ.ვიდრე გავგიჟდებოდი ძალიან კარგად ვსწავლობდი.თავის დროზე, საერთაშორისო მათემატიკური კონკურსის "კენგურუ"–ს გამარჯვებული ვარ. ახლა ანიმატორად ვმუშაობ, ბავშვებს ვართობ.ამის გარდა, "რუსთავი 2"–მა "იქს ფაქტორში", შტაბში ამიყვანა.ვარ ადამიანი,რომელიც აუდიტორიას იყოლიებს,აცოცხლებს,ტაშს აკვრევინებს.რადგან ,როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებას ეზარება მსგავსი რაღაცეების კეთება.სიმღერით ვერ მოვხვდი "იქს–ფაქტორში",მაგრამ ამით მაინც ვცდილობ იქ ვიყო. გარდა ამისა ვვარჯიშობ,ძალიან დიდ დროს ვუთმობ მას ,ვცდილობ, ჩემი თავი მაქსიმალურად დავტვირთო ,რადგან უმოქმედოთ ყოფნას ვერ ვიტან.
თემო, "ნიჭიერის" თემით დავიწყოთ,საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს,შენი ბოლო წარმოდგენა რეალური იყო თუ არა.მოდი, ამ ინტერვიუთი გაუქრე საზოგადოებას ეს ეჭვი?
–– საქართველოში არის ის პრობლემა,რომ საზოგადოება ძნელად იჯერებს შენს შესაძლებლობებს.აი,უცხოელები რომ მხვდებიან ,ყოველთვის მაქებენ და მეუბნებიან ,რომ ძალიან მაგარი ვიყავი, გამოსვლის დროს. აქ კი უმრავლესობა არ იჯერებს ჩემს რეალურ შესაძლებლობებს.არასდროს არ ჰქონიათ უცხოელებს ის მომენტი,რომ, რაღაც მოვიტყუე სცენაზე. თუნდაც ის ,რომ ჰაერში გავჩერდი მწოლიარე მდგომარეობაში,ეს ძალიან დიდი ფიზიკური შრომის ფასად დამიჯდა.მე ეს ნამდვილად გავაკეთე.
უთხარი საზოგადოებას ,რომ ეს იყო შენი ნიჭი..
– კი, ეს იყო ჩემი ნიჭი, მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგი.
თემო, რას იტყოდი ქართველ გოგონებზე, რა მოგწონს და რა არ მოგწონს მათში?
– არ მომწონს ის ,რომ ძალიან შებოჭილები არიან , საკუთარ თავში თვითდაჯერებულები არ არიან, ეს ძალიან ცუდია, იმ მხრივ ,რომ ხდებიან ეჭვიანები.რაღაც მხრივ, საკუთარი თავის ფასი არ იციან, ან პირიქით ,ზედმეტად გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე.ასეთები კი სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. ვეროპაში,რაც მომწონს არის ის,რომ ძალიან მარტივად არის ყველაფერი,მომეწონე– მოგეწონე, მარტივად ხდება ურთიერთობის აწყობა. აქ კიდევ დიდი გარჯის შემდეგ, ან განვითარდება ურთიერთობა ან, არა. ყველაფერი უნდა მარტივად იყოს და არა, როგორც აქ არის გართულებული ფორმით. ვფიქრობ,ეს ყველაფერი ,ალბათ,მენტალიტეტის ბრალია ,უნდა იცხოვრო ისე,როგორც შენ გინდა და არა ისე,როგორც სხვას უნდა.არის კიდევ ერთი საკითხი,რაც განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში დიდ აგრესიას .ყველას უნდა სექსი,მაგრამ სხვისი აზრის გამო იკავებენ თავს.რადგან, როდესაც შენს სურვილს სხვისი აზრის გამო ეწინააღმდეგები, ეს გადადის აგრესიაში.
ხომ არ ფიქრობ ,რომ ეს ნაწილობრივ ქართველი მამაკაცების ბრალიც არის ?
–გეთანხმები. მეც ყოველთვის მაგას ვამბობ,რომ მამაკაცების ბრალიც არის,რადგან, ხშირად მამაკაცები ასეთ ინტიმურ საკითხს "აბაზრებენ". ეს ყოველივე გოგონებს აშინებთ,რომ სახელი არ "გაუტყდეთ" .
ნიჭიერში გამოსვლისას, საოგადოების გარკვეულ ნაწილს და მათ შორის გოგონების უმრავლესობას შენზე გიჟური და არაორდინალური წარმოდგენა შეექმნათ. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია ,რამდენად ჭარბობს შენში რომანტიზმი და როგორ გამოხატავ მას ?
–გეთანხმები. ბევრს უკვირს და ჰგონიათ, რომ ჩემგან ძალიან შორს არის რომანტიკა,რომ შეიძლება შეყვარებული ვიყო ან გოგოს შევსთავაზო რომანტიკული საქციელი. კიდევ, იმის გამო , რომ ამდენად გახსნილად ვსაუბრობ სექსზე, შეიძლება ფიქრობენ ,რომ დიდი გრძნობებით ცხოვრება არ შემიძლია,სინამდვილეში ეს მცდარი მოსაზრებაა...საერთოდ,ძალიან ერთგული ადამიანი ვარ, ბევრისგან განსხვავებით.
გოგოს მიმართ ჩაგიდენია თუ არა ისეთი საქციელი რასაც დღემდე ნანობ?
–ვფიქრობ,რომ არავისთვის მიტკენია გული და არ მიღალატია,თუმცა საპირისპირო შემთხვევა ყოფილა გოგოს მხრიდან.
არის რაღაც ისეთი რასაც ვერ გააკეთებ ვერასდროს,თუნდაც იმიტომ, რომ გამბედაობა არ გყოფნის ან გეშინია?
–ალბათ, თამადა ვერ ვიქნები ვერასდროს.:))))) .
ზოგადად, ქართულ სუფრაზე რა აზრის ხარ?
ქართული სუფრა,ძალიან კარგია,უბრალოდ, არ უნდა იყოს სულ დალევა და ასე შემდეგ,დალევაც, რა თქმა უნდა, მიყვარს ,მაგრამ არ უნდა იყოს დაძალების მომენტი,ყველაფერი ზომირების ფარგლებში,რომ შემდგმომ "ბოჭკებივით" არ ვიყოთ)))..
ოდესმე ოჯახის შექმნას აპირებ?
–კი,რა თქმა უნდა ვაპირებ,მინდა შვილებიც მყავდეს,ძალიან მიყვარს ბავშვები. ამ ეტაპზე ჯერ ადრეა, ან თუნდაც იმიტომ, რომ ა არ მყავს გვერდით ისეთი ადამიანი,ვისთან ერთადაც შევქმნიდი ოჯახს.
თქვი,რომ ბავშვები ძალიან გიყვარს,ოჯახის შექმნასაც აპირებ მომავალში,როგორ ფიქრობ,როგორი მამა იქნები?
–თავიდანვე შევეცდები გავარკვი თუ რა უნდა ბავშვს და რაც უნდა მაქსიმალურად ვეცდები,რომ მხარი დავუჭირო.სამწუხაროდ,ხშირად ისე ხდება რომ ადამიენები შვილებს არ ეკითხებიან რა სურთ მათ და ძალით "ტენიან"ისეთ რამეებს რისი კეთებაც არ სიამოვნებთ ბავშვებს. ყველანირად შვეცდები ჩემს შვილისთვის კარგი მამა ვიყო და ბავშვმა აკეთოს ის რისი კეთებაც უნდა.
როგორი ცოლი არ გეყოლება არასდროს?
არ მეყოლება ისეთი ცოლი,რომელიც ჩემს გიჟობებს არ აყვება... მინდა ჩემნაირი ამყოლი ადამიანი,რომ ერთად ვაკეთოთ ბევრი სიგიჟე.
როგორ გესმის სიტყვა "თავისუფლება" ?
–როცა გკიდია ყველას აზრი და ცხოვრობ ისე,როგორც შენ გინდა.
მადლობა თემო გულახდილობისთვის. წარმატებებს გისურვებ.
მადლობა თქვენ.
მოამზადა:ნინო ჯიბუტმა
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.