ბედნიერების მეცნიერების შესწავლას დღემდე ცდილობენ მსოფლიოს ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციოლოგები და სხვა მკვლევარები. ისინი სხვადასხვა დაკვირვების საფუძველზე ბედნიერებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ: "ყველა ადამიანისთვის ბედნიერება სხვადასხვაგვარია, ზოგისთვის მხოლოდ ფასეულობები, ზოგისთვის კი ღირებულებები განსაზღვრავს ამ ტერმინს". სინამდვილეში კი ყველაფერი მარტივადაა. ადამიანები "ბედნიერების ჰორმონის" გამოყოფას ყოველთვის ახერხებენ, ისე, რომ ზოგჯერ თავადაც ვერ ხვდებიან, რადგან მათთვის ბედნიერება ის "ზე-ამაღლებული" მდგომარეობაა, რასაც მოპოვება სჭირდება. ბედნიერება ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი, არსებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან კმაყოფილებას გრძნობს. ამ მდგომარეობის შექმნა ადამიანებს ყოველდღიურად, მარტივი მეთოდებით შეუძლიათ. პირველ, რიგში თვითკმაყოფილების შეგრძნებაა საჭირო ყველა ასპექტში. მაღალი სულიერი მდგომარეობა ადამიანს წინსვლასა და წარმატებაში ეხმარება, ფუნდამენტალურად უვითარებს პოტენციალს და ენთუზიაზმს და შთაგონების უნარს უმაღლებს.
ბედნიერი ადამიანი ჰუმანურობით გამოირჩევა, წარმატება და კმაყოფილება კი მისი ცხოვრების თანმდევია.
მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
ბედნიერი ადამიანი ჰუმანურობით გამოირჩევა, წარმატება და კმაყოფილება კი მისი ცხოვრების თანმდევია.
მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.