Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

წერილი " შემოქმედს"!

$
0
0
"მე მინდა მოგწერო სიტყვები, რომელსაც გულში "ენციკლოპედია" შეუქმნია. თითოეული სიძველის სუნით გაჟღენთილი სიტყვა ის მიძინებული მდგომარეობაა, რომელსაც შენნაირი ადამიანები აღვიძებენ საუკუნეში ერთხელ. შენ "სულის მამაღმერთი" ხარ, რომელიც გამოცდას უწყობ თითოეულ მათგანს და შესაბამისად ექცევი მათ. შენ სავსე ხარ გრძნობებით და იდეებით ამ ყოფიერების შესავსებად და გასალამაზებლად. შენ ზამთარში ამოსული ყვავილების დიდი კონა ხარ ლამაზი ფერების შესაქმნელად და სურნელების მატარებლად. შენ შემოქმედი ხარ, მხატვარი და მწერალი შენი სათუთი და დაღლილი ხელებით. შენ აერთიანებ ფასეულობებს და ღირებულებებს და ქმნი შედევრს. შენ ხარ კაცი, ამაყი ქართველი ქალის არსებობით და თაყვანისმცემელი მისი მანდილის. შენ ხარ პატრიოტი შენი ქვეყნის და ამავე დროს, ხარ კოსმოპოლიტი. შენ ხარ შვილი უზომოდ მოყვარული მშობლის და ძმა უზომოდ მოყვარული დედმამიშვილის. შენ საამაყო ქართველი ხარ, პატივსაცემი და მისაბაძი, შენ უსასრულო ფურცელი ხარ ამ ენციკლოპედიის, რომელიც არასდროს დაიხურება".


მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles