Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

ადამიანი, სახელად ადამიანი, ცარიელი და უსუსური!

$
0
0
ჩვენ ადამიანები ყოველთვის ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ადამიანები ვართ. რომ გაგვაჩნია გრძნობები, განცდები, გვიყვარდება, ვმეგობრობთ და ვზრუნავთ.
იმდენად კარგად ვსაუბრობთ ყოფიერებაზე, ჩვენს ადამიანობაზე და სიცოცხლის სიყვარაულზე, რომ გვავიწყდება სინამდვილეში რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით და როგორ ვცხოვრობთ.
რაც არ უნდა უარვყოთ, ყველა ჩვენგანი ჩვენი თავისთვის ვცხოვრობთ, ჩვენს სასიკეთოდ ვმოქმედებთ და ვიქცევით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, ვუღიმით და ზურგს უკან სამარეს ვუთხრით. მეგობრობის სადღეგრძელოს განსხვავებულით ვსვამთ, ამ დროს კი დაგვვიწყებია რა არის ნამდვილი მეგობრობა, ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებით და სიმშვიდეს და მოსვენებას სხვასთან ვეძებთ.
ადამიანების ადამიანობა დღეს აღარ არსებობს, ყველაფერი, რაც ოდესღაც ფასეული და ღირებული იყო, დღეს გაუფასურდა, სიამაყემ და ამბიციამ დაგვიპყრო და დაგვიმონა, წაგვართვა ყოველგვარი სულიერი და ჭეშმარიტი, წაგვართვა ის ადამიანური სიწმინდე, რაც გმერთმა გვიბოძა ყველა ჩვენგანს. ამ ქვეყნად მხოლოდ ვებრძვით და ვემონებით ერთმანეთს. აღარ არსებობს თანასწორობა ადამიანობაში, აღარც სამართალი და ჭეშმარიტება აღარ არსებობს. მხოლოდ ადამიანი დარჩა, სახელად ადამიანი, ცარიელი და უსუსური!




მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles