Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

ცხოვრება თამაშია, სადაც თუ აზარტული არ ხარ წააგებ!

$
0
0
ადამიანის ყოფა, არსებობა და ცხოვრება მუდამ განხილვის და მსჯელობის თემაა. საიდან მოვედით, სად და როგორ ვცხოვრობთ და სად მივდივართ. რა არსებები ვართ და რა გვაკავშირებს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროსთან.
დაბადების წამიდან ტკივილს განვიცდით, როდესაც ჰაერის ნაკადი ჩვენს ჩვილ და სათუთ ფილტვებს ხსნის, იმ წუთიდან ვეზიარებით ტირილს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი ხდება. განცდები, ემოციები და შეგრძნებები საწყისია ჩვენი ადამიანური არსებობისა.
ყოველი ეტაპი, ყოველი გადადგმული ნაბიჯი გვახვედრებს, რომ ცხოვრება გამოცანაა, რომელსაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა ახსნა და პასუხი აქვს, ცხოვრება თამაშია, სადაც თუ აზარტული არ ხარ წააგებ და დაკარგავ შენს ნაშენებს, რაშიც მთელი შენი ძალ-ღონე გაქვს დახარჯული. მწვერვალზე ასვლა ძალიან ძნელია, იქიდან ჩამოვარდნა კი ძალიან ადვილი.
ადამიანი მუდამ ერთადერთია,განუმეორებელია, ადამიანი შედევრია, დიახ, შედევრი, რადგან მასში მთელი სამყაროა . ის ამ ქვეყნიერების ყოველ წამს შეისწავლის და ფეხდაფეხ მისდევს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ შესწევს ძალა აჰყვეს ცხოვრების რითმს, ამიტომ ნებდება და უკან იხევს, ასეთი ადამიანი უსუსურია და დაჩაგრული, ურწმუნო და უიმედო, ის ცოდოა.
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ არსებობაზე, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. იმისთვის მოგვცა აზროვნება და გონიერება უფალმა, რომ ვიპოვნოთ ის, რაც ამქვეყნიურ ნეტარებას და ბედნიერეას გვაზიარებს, ყოველი ჩვენი განსაცდელი გამოცდაა, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ. მაშინ მივხვდებით რომ ცხოვრება უდიდესი სიამოვნებაა.



მოამზადა: თაკო არჯევანიძემ
სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles