გიორგი აფხაზავა ჯერ ''იმედის'' მაყურებელმა გაიცნო გადაცემით ''რომ გადახვალ, გააჩერე'' და შემდეგ უკვე ''ტვ 11''-ზე გამოჩნდა. ეს ტელევიზია ეთერში თებერვლის შემდეგ გადის. აღმოჩნდა, რომ გიორგი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ სცენარისტიც. სკეტჩების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - კოტიკოს როლს გიორგი თამაშობს. ის დედისერთაა. დედამთილს რძალი არ მოსწონდა და რბილად რომ ვთქვათ, გამუდმებით ავიწროებდა. კოტიკოს მეუღლე ამაზე სულ წუხდა, მაგრამ ''სიყვარულის გამო ყველაფერს იტანდა''. თუმცა, ბოლოს, ქმრის ღალატის გამო, კოტიკოს გაშორდა და მათი ოჯახი დაინგრა. თუ რა ბედი ეწევა ამ წყვილს, ეს უახლოესი კვირების განმავლობაში გამოჩნდება...
↧