მსახიობი გიორგი კალანდარიშვილი ამ ეტაპზე კომიქსების გამოცემით და საქართველოში ამ ჟანრის პოპულარიზაციით არის დაკავებული. როგორც აღნიშნა, კომიქსები ბავშვობიდან იტაცებდა და ახლა ის მეგობრებთან ერთად ცდილობს, ეს ჟანრი ჩვენშიც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია. გარდა ამისა, ის ახლახან სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ძიძის, თაზო მანჯგალაძის, როლზე მიიწვიეს. სერიალის მაყურებელი აქტიურად განიხილავს მამაკაცი ძიძის აყვანის თემას. ამაზე აზრი გიორგისაც ვკითხეთ და ისიც გვითხრა, როგორ ივსებს პროფესიისადმი მონატრების გრძნობას...
↧