ივნისი კომუნიკაციის, ახალი ნაცნობობის გაბმისა და მსუბუქი ფლირტის დასაწყებად შესანიშნავი პერიოდია. თუმცა, გამომდინარე იქედან რომ მზე ამ თვის მანძილზე ორ ზოდიაქოს ნიშანს – ტყუპსა და კირჩხიბს გადის, თვის პირველ ნახევარში დაწყებული ურთიერთობები ძირითად შემთხვევაში მოკლევადიანი, მსუბუქი სასიყვარულო გატაცება აღმოჩნდება მხოლოდ. ამიტომ მასზე იმედის დამყარებას ნუ იჩქარებთ. გაუფრთხილდით უკვე არსებულ კავშირებს, განსაკუთრებით ივნისის მეორე ნახევრიდან მოგეთხოვებათ ამ მხრივ ყურადღება, იმიტომ რომ ამ პერიოდში ღალატის, ან ღალატის მცდელობის ცდუნება ერთი ორად მოიმატებს. ხოლო ჩადენილ საქციელზე ნებისმიერ ჩვენგანს სამომავლოდ ხანგრძლივად მოუწევს ნერვიულობა. შესაბამისად, თუკი გართულების თავიდან აცილება გსურთ, ნაკლებად უნდა მიუშვათ მოვლენები თვითდინებაზე.
↧