რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე საგრიმიოროში ლევან ხურციასა და ბაჩო ჩაჩიბაიასთან ერთად არის განაწილებული. თითოეულს თავის მაგიდასთან მისთვის კომფორტული პატარა სამყარო აქვს მოწყობილი. ნიკას სარკესთან, სხვა ნივთებთან ერთად, წიგნებიც აწყვია. იქვე კედელზე ბუნების ულამაზესი ხედებისა და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ლამაზმანის ფოტო გაუკრავს. სულ ზევიდან კი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ''ოსკარი''გადმოგცქერის...
↧