1. წყალს პლუს მარილი
მაშინვე პირში ჩაიდეთ მწიკვი მსხვილი იოდიზირებული მარილი (როგორსაც თქვენი ბებიები კომბოსტოს დასამჟავებლად იყენებდნენ). ის უნდა მოწუწნოთ. გააკეთეთ ეს 1–2 თვის განმავლობაში, შემდეგი 2–4 თვე შეისვენეთ. ეს ვარიანტი უხდება ჯანმრთელ ადამიანებს, რადგან არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც უმარილო დიეტები ესაჭიროებათ.
**********************
2. ზეითუნის ზეთი
საჭიროა მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთის მიღება ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და გამოასხივებს სიჯანსაღეს. შეიძლება ავიღოთ სელის ზეთიც (იყიდება აფთიაქებში), მაგრამ ის გემოთი ძალიან არასასიამოვნოა. სასურველია, 1 თვის განმავლობაში მიიღოთ ზეთი, შემდეგი 1 თვე დაისვენოთ, მერე კვლავ ზეთი და ა.შ. თუ არ არის იმის საშუალება, რომ ზეთი დღეში რამდენჯერმე დალიოთ, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ დილით, საუზმემდე. ეს თქვენს ღვიძლს შეუმსუბუქებს "ცხოვრებას".
***********************
3. "პოლიფეპანი"
ორგანიზმის წმენდის შესრულება შეუძლია პრეპარატ "პოლიფეპანსაც". ხშირად ამ საშუალებას საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების მუშაობის არევის დროს იღებენ, მაგრამ თუ ყურადღებით წაიკითხავთ მის ინსტრუქციას, ნახავთ, რომ ის რეკომენდებულია ორგანიზმის გასაწმენდადაც. ეს არის ბუნებრივი საშუალება და იყიდება აფთიაქებში.
*********************
4. შარდმდენი საშუალება
ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მთავარ "ფილტრებს" წარმოადგენენ თირკმელები. ისინი წლების განმავლობაში ბინძურდება და ისევე, როგორც ყველა ფილტრი, გამორეცხვას საჭიროებს. არც ეს არის რთული: არსებობს რამდენიმე შარდმდენი ჩაი, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. ამას გარდა, მთელი რიგი დიეტოლოგებისა გვირჩევენ, რომ დილაობით 1 ჭიქა ახალგამოწურული წვენი დავლიოთ, რომელიც ასტიმულირებს თირკმელებს, ანუ ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე ძლიერ შარდმდენ საშუალებებს ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენები წარმოადგენენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ–ერთი საუკეთესო შარდმდენი საშუალება საზამთროა.
**********************
5. ოყნა
იმას, ვინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება თავის ჯანმრთელობას, ვეტყვით, რომ ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი ვერ შეცვლის ოყნას. უმეტესობას არ მოსწონს ეს "სანიტარული საათი", მაგრამ იქნებ თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს ციფრმა: დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელი ადამიანის სწორი ნაწლავის კედლებზე გროვდება 3 კილოგრამი ნადები, ხოლო ავადმყოფისაზე მისი ოდენობა 25 კილოგრამსაც აღწევს! შესაძლებელი და არა ერთადერთი ვარიანტია 1 ლიტრი გვირილის თბილი ნაყენი. დიეტოლოგები გვირჩევენ, თუ ასეთ ოყნას გაიკეთებთ დღეში ერთხელ, მაშინ 2–3 კვირაში ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაიწმინდება. ეს მეთოდი რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კუჭის ფუნქციონირება ნორმალური აქვს.
*************************
6. სამკურნალო შიმშილობა
არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომლის გამოყენებასაც გარკვეული ნებისყოფა სჭირდება – ეს არის სამკურნალო შიმშილობა. ამ დროს, გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა დაავადებებისას უმჯობესდება მდგომარეობა, ხელი ეწყობა ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას, აქტიურდება გონებრივი შესაძლებლობებიც.
**************************
7. გამაახალგაზრდავებელი ნაზავი
დაბოლოს, რაც გვინდა მკითხველებს შევთავაზოთ, ეს არის შემდეგი ნაზავი:
– 200 გრამი სელის ზეთი; 4 ცალი ლიმონი; 3 საშუალო ზომის ნივრის თავი; 1 კილოგრამი თაფლი.
მომზადება: ხორცსაკეპში გავატაროთ გასუფთავებული ნივრის კბილები, 2 კანგაცლილი ლიმონი; 2 ლიმონი კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დავუმატოთ სელის ზეთი და თაფლი, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ შუშის ქილაში, რომელსაც თავი კარგად ეხურება და შევდგათ მაცივარში.
მიღება: მიღებული წამალი მივიღოთ სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. სასურველია დღეში 3–ჯერ, მაგრამ ერთხელაც შეიძლება.
ეფექტი არის საოცარი: მხედველობა უმჯობესდება, მთელი სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი და რაც ყველაზე საოცარი და არადამაჯერებელია, აჩერებს გაჭაღარავების პროცესს. მისი ხმარების შემდეგ თმები უფრო ხშირდება და მუქდება.
მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM -ისთვის