Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

დავიცვათ თავი კარიესისგან

$
0
0
რეგულარულად გაიწმინდეთ კბილები. ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ პირის ღრუში, იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომლებიც რჩება კბილებზე საკვების მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა კბილების გაწმენდა მინიმუმ ორჯერ დღეში, იდეალურია – ყოველი კვების შემდეგ.
2. კარგი მემკვიდრეობითობა. სტატისტიკური მონაცემებით, არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც არ იწმენდავენ კბილებს, მაგრამ არა აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ, როდესაც სხვებს აქვთ კარიესი, იმის მიუხედავად, რომ რეგულარულად იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას. ნაწილობრივად ეს არის გენებთან დაკავშირებული. დაკვირვება აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამორჩევიან პირის ღრუს კარგი ჯანმრთელობით, ჭარბობენ ისინი, რომლებსაც არ უყვართ ტკბილეული, მაგრამ მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს. თუმცა, უმჯობესია, არ ვენდოთ ჩვენს მემკვიდრეობითობას და მაინც რეგულარულად გავიხეხოთ კბილები.
3. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ტრადიციული აზრი, რომ ტკბილი საკვები აფუჭებს კბილებს, უდავოდ გასათვალისწინებელია, მაგრამ უნდა აღინიშნოს იმ პროდუქტების ჩამონათვალიც, რომელთა მიღებაც სასარგებლოა კბილებისათვის. მათ მიეკუთვნება რძე, მაწონი, ხაჭო, თევზი, ბარდისებრნი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი, შავი მოცხარი. ძალიან სასარგებლოა უმი სტაფილო, რომელიც მშვენივრად წმენდს კბილებს.
4. ხშირად აკოცეთ ერთმანეთს. რასაკვირველია, ეს მეთოდი ნამდვილად არ არის ნომერ პირველი კარიესის პროფილაქტიკაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნერწყვის გამოყოფა, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, არეგულირებს პირის ღრუს მჟავა-ტუტე ბალანსს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებათ კოცნა, ცდილობენ, დაიცვან პირის ღრუს იდეალური ჰიგიენა.
და მაინც, შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კბილების მდგომარეობისა, ექიმები რეკომენდაციას უწევენ სტომატოლოგთან ვიზიტს წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც.



მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM -ისთვის

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles