Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

სიგნალი რომელთა იგნორირება არ შეიძლება

$
0
0
*ყველაზე მწვავე თავის ტკივილი თქვენს ცხოვრებაში
თუ ძლიერი და უეცარი თავის ტკივილი იგრძენით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ, თუ გაციებული ხართ, შესაძლოა, მსგავსი ტკივილი ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების მანიშნებელი იყოს, ხოლო თუ ავად არ ხართ, შეიძლება ტკივილი ინსულტისა ან თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომს წარმოადგენდეს. მსგავსი თავის ტკივილი, რომელსაც მრავალი პაციენტი როგორც “ცხოვრებაში ყველაზე უარეს თავის ტკივილს” აღწერს, შეიძლება თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმითაც იყოს გამოწვეული.

*დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის, ყელის, ყბის, მხარის, ხელის ან მუცლის არეში
გულმკერდის ტკივილი გულის შეტევის მანიშნებელია, მაგრამ როგორც წესი, ის უფრო ტკივილის სახით კი არა, დისკომფორტის შეგრძნებით გამოიხატება, მაგრამ მრავალი პაციენტი გულმკედში დისკომფორტის გაჩენამდე აღნიშნავს გულმკერის არეში დიდი ზეწოლის შეგრძნებასაც.
გულის დაავადებები შესაძლოა არა მხოლოდ გულმკერდის არეში ტკივილით გამოვლინდნენ, ტკივილი მკერდის ზედა ნაწილს, ქვედა ყბას, მარცხენა ხელსა ან მხარსაც მოიცავს ხოლმე, შესაძლოა ადამიანს მუცელი ასტკივდეს და პირღებინებაც დაეწყოს.
ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარ ორგანიზმს ყური ქალბატონებმა მენოპაუზის პერიოდში და 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებმა დაუგდონ, რადგან გულის შეტევების რისკი სწორედ ამ ასაკში მატულობს.

*ტკივილი წელის ქვედა ნაწილში ან მხრებს შორის
ყველაზე ხშირად მსგავსი ტკივილი ართრიტის მანიშნებელია, სხვა შესაძლო მიზეზები შეიძლება ინფარქტს ან მუცლის ღრუს პრობლემებს უკავშირდებოდნენ.
ასევე მსგავსი ტკივილი შესაძლოა აორტის ანევრიზმის სიმპტომიც იყოს, რასაც მტანჯველი და უეცარი ტკივილი ახასიათებს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან მაღალი არტერიული წნევის მქონე, მწეველი და დიაბეტით დაავადებული ადამიანები.

*მუცლის მწვავე ტკივილი
შესაძლოა, ასეთი ტიპის ტკივილი მუცლის ღრუში არსებული ორგანოების სხვადასხვა დაავადებების სიმპტომს წარმოადგენდეს: ის შეიძლება იყოს ბრმა ნაწლავის, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის და ნაწლავური გაუვალობის მანიშნებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ტკივილის იგნორირება დაუშვებელია.
წვივების ტკივილი
ერთ-ერთი საშიში დაავადება, რომელსაც მსგავსი ტკივილი ახასიათებს, ღრმა ვენების თრომბოზია, ამ დაავადების დროს ქვედა კიდურების ღრმა ვენებში სისხლის შედებება წარმოიქმნება, რომელმაც მოწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა, ფილტვის არტერიის ემბოლია გამოიწვიოს ეს მდგომარეობა ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ ავადმყოფობის განვითარების რისკი აქვთ ონკოლოგიური დაავადებებით, სიმსუქნით, ჰიპოდინამიით დაავადებულებს, ასევე ორსულებსა და მოხუცებს.
თუ ფეხების მუდმივი შეშუპება და ტკივილი გაწუხებთ, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.

*ფეხებისა ან ტერფების “დამწველი”ტკივილი
დიაბეტით დაავადებებულთა მეოთხედს თავის ავადმყოფობაზე წარმოდგენა არ აქვს, თუ ფეხებისა ან ტერფების “დამწველი”ტკივილი გაწუხებთ, ეს სახიფათო სიმპტომია, რომელიც შესაძლოა დიაბეტის არსებობას მოწმობდეს.
თუ მსგავსი ტკივილს გრძნობთ ხოლმე, სისხლში შაქრის რაოდენობა უნდა გადაამოწმოთ.

*გაურკვეველი, კომბინირებული და აუხსნელი ტკივილი
ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში ტკივილი – მაგალითად, თავის, ხელების, წელის, ფეხების, მუცლის და ასევე პაციენტის უუნარობა მისი პერიოდულობა და ხასიათი აღწეროს, შესაძლოა დეპრესიის მანიშნებელი იყოს. ამ დაავადებაზე ხშირად ფიქრობენ, რომ ის თავისით გაივლის, მაგრამ სინამდვილეში ეს სერიოზული მიზეზია ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ, ამასთან, ექიმის კონტროლიც აუცილებელია.


მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM -ისთვის

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles