Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

როგორ გავუფრთხილდეთ ძვლებს

$
0
0
ყურები ცქვიტეთ შემდეგ სიმპტომებზე:
ღამით კრუნჩხვები წვივებსა და ტერფებში;
ძვლებისა და წელის ტკივილი;
ხერხემლის გამრუდება – კუზის გაჩენა;
სწრაფი და ძლიერი დაღლა;
ჭარბი ნადები კბილებზე და პაროდონტოზი;
ფრჩხილების მტვრევადობა ან დარბილება;
ნაადრევი გაჭაღარავება და გამელოტება;
აჩქარებული გულისცემა.
ოსტეოპოროზი თავიდან რომ აიცილოთ, საჭიროა ორგანიზმი კალციუმის მარაგით მუდამ შეავსოთ. ძვლების გასამაგრებლად რაციონში უნდა შედიოდეს რძე და რძის მჟავე პროდუქტები, კალციუმით მდიდარი საკვები, კალციუმისა და ვ ვიტამინის შემცველი დანამატები. კალციუმის ყოველდღიური ოპტიმალური ნორმა მოზრდილი ადამიანისთვის დაახლოებით 1500 მგ–ია. დღეში მისი დაგროვება ძნელი არ არის. მაგალითად, დალიეთ ლიტრი რძე, კეფირი.
100 გრამი ყველი – კალციუმის დღიური ნორმის ნახევარია; 100 გრამი ფორთოხალი 35 მგ კალციუმს შეიცავს; 100 გრამი გარგარის ჩირი – 170 მგ–ს, 100 გრამი შირბახტი (ქუნჯუტი) – 1100 მგ–ს.
თევზის მოყვარულები სარდინს უნდა მიეძალონ. 100 გრამიანი ნაჭერი კალციუმის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს. თხილეულის თაყვანისმცემლებისათვის რეკომენდებულია ნუში, რომელშიც კალციუმი ასევე საკმაოდაა. ტკბილის მოყვარულებმა კი ხალვა უნდა ჭამონ. 100 გრამში ამ სასარგებლო მინერალის თითქმის დღიური ნორმის ნახევარია. ოსტეოპოროზის ყველაზე კარგი პროფილაქტიკაა: სიარული, ცურვა, ფიტნესი, ჩოგბურთის თამაში.
გთავაზობთ ძვლების გამაგრებისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ხალხური მედიცინის რეცეპტებს.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვიტას 500 მლ ადუღებული წყალი დაასხით, 1–2 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და ნახევარი ჭიქა 2–3–ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. თავდახურულ ჭურჭელში 2 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და ჭიქის მეოთხედი დღეში 4–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.
10 კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, ყავის საფქვავში ან როდინში დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ ფხვნილი ქილაში ჩაუშვით და ლიმონის წვენი ან ნატურალური ვაშლის ძმარი იმდენი დაუმატეთ, რომ ნაჭუჭი დაფაროს. ერთი დღის შემდეგ ყოველდღიურად ნახევარი ჩაის კოვზი მიიღეთ. შეიძლება უფრო ადვილად მოიქცეთ: კვერცხის ნაჭუჭის მშრალ ფხვნილს ნებისმიერი ციტრუსის წვენი ან კეფირი მიაყოლეთ.



მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM -ისთვის

Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles