ივლისის მეორე დეკადა, ყველა იმ ადამიანს აძლევს წარმატების შანსებს, ვინც ჯანსაღად ამბიციური და წინდახედულია პროფესიული კუთხით. ეს ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ ხელი მოჰკიდოთ სამომავლო, გრანდიოზული და მსხვილბიუჯეტიანი პროექტების დაგეგმვას. განსაკუთრებული წარმატებაა მოსალოდნელი ამ მხრივ მათთვის ვინც შემოქმედებით, შოუ-ბიზნესის ან რეკლამის სფეროში მოღვაწეობს. ყველაზე მეტად კი ფორტუნა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს – ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს უღიმით. არანაკლებ მომგებიანი შეიძლება იყოს ეს დრო სასწორების, კირჩხიბებისა და ქალწულებისთვისაც.
↧