
მიუხედავად იმისა, რომ ახალი LMP1 რეგლამენტის გამო, ლემანის ტრიუმფატორი სარბოლი პროტოტიპის ძლიერ შეცვლამ მოუწია, „აუდიმ“ მას სახელი მაინც იგივე დაუტოვა - „R18 e-ტრონ კვატრო“. „ყველაზე კომპლექსური სარბოლი ავტომობილი, რომელიც კი „აუდის“ ოდესმე შეუქმნია“, - ასე დაახასიათა გერმანულმა კომპანიამ თავისი შედევრი, რომელიც მისივე განცხადებით, წინამორბედივით სწრაფია, თუმცა მასზე 30 პროცენტით მცირე საწვავსაც მოიხმარს.