გემომეტრის სტუმრები იუნა შაფათავა და ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.
იუნა შაფათავა:
- ამას წინათ ავიღე ხელფასი, შევირბინე სპორტის სასახლეში მაღაზია ''აუთლეტში'', სადაც 70 ლარად იყო ფეხსაცმელი, მაგრამ ვერ შევარჩიე, ამიტომ გადავირბინე ''რივერ აილენდში'' და ვიყიდე მაღალქუსლიანი ''ბასანოჩკი'' და თეთრეული. ჩემთვის ბრენდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში რაღაც რომ მომეწონოს, შემიძლია, მანქანიდან გადმოვიდე და ვიყიდო, ლარად მა-ქვს კაბა ნაყიდი რომელიღაც სექენდ ჰენდში. ძვირიანი ბრენდები ძალიან მომწონს, მაგრამ არა-ნორმალურად მაღალი ფასები აქვს, წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ მივდივარ და თუ საშუალება მაქვს, ვყიდულობ რაღაცებს.
ჩემი საყვარელი ადგილია თეთრეულის მაღაზია, მაგრამ ჩემი საყვარელი სტრინგი თბილისში არ იშოვება, ვინაიდან გარყვნილებად მიიჩნევა. ახლა მოდაშია დახურული თეთრეული, რომელსაც მე ვერ ვატარებ, არ მომწონს. სათვალეებით ჩემი დები მანებივრებენ, დეას ყველა მარკის ფეხსაცმელი აქვს და მეც ვსარგებლობ ამით.
- რაც შეეხება სილამაზის სალონებს.
- თმას თვითონ ვიკეთებ. სალონ ''კარინაში'' დავდივარ გიორგისთან, მანიკიურისთვის დავდივარ ერთ ქალბატონთან, რომელიც თეა აბაშმაძის სალონში მუშაობდა. რაც შეეხება ტანის მოვლას, სოლარიუმს იშვიათად, მაგრამ მაინც სალონ ''ლეტუალს'' ვსტუმრობ. ფიზიკური დატვირთვისა და ცურვისთვის ''ოლიმპიკში'' დავდივარ, მასაჟისთვის - ''ლოტუსში'' და ძალიან კმაყოფილი ვარ. კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით კი ''მედი'' ჩემი ამოსავალი წერტილია. ასევე დადიანზე ''ელიტა მედიში'' დავდივართ მთელი ოჯახი, კოსმეტოლოგ ლიკასთან.
ზაზა ბეჟაშვილი:
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სავარცხელი არ მაქვს და ბევრი ხუმრობს, ზუზუ თმას არ ივარცხნისო, თმის მოსაწესრიგებლად სალონში ძალიან ხშირად არ დავდივარ, თუმცა ქალივით ჩასაფრებული ვარ, მაგალითად, ფრჩხილებს და მსგავს ესთეტიკურ პროცედურებსაც სწორედ იქ ვიკეთებ.
ორი სალონი მაქვს ამოჩემებული, ერთია ''ნატალი'', რომლის ''ხაზიაიკაც'' მანებივრებს და თავისი სურვილით მჩუქნის აბონემენტებსა და სხვადასხვა მომსახურებას, ამასთან, იქ პროფესიონალები მუშაობენ და მათთან სტუმრობით ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები. იქ ისეთი კარგი გარემოა, არაფრის გაკეთება რომ არ მინდოდეს, მათ კაფეშიც კი დიდი სიამოვნებით ვატარებ დროს. მეორე სალონი კი გახლავთ ჩემი მეგობრების, სადაც თან მყვებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი სალონის სახელი არ მახსოვს, შეიძლება ითქვას, რომ გათამამებული ვარ ამ მხრივ.
- სოლარიუმს თუ სტუმრობ?
- კი, ''ნატალის'' სოლარიუმში დავდივარ და სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ''ერგოლაინში''. არ მივეკუთვნები იმ კაცების კატეგორიას, დილის 8 საათზე რომ გარბიან სოლარიუმში იმის გამო, რომ სხვამ არ დაინახოს, საღამოს კი ''ბირჟაზე'' სხედან.
- რაც შეეხება სამოსის მაღაზიებს, კმყოფილი ხარ ქართული ბაზრით?
- ბაზრით კი, მაგრამ ფასებით არ ვარ კმაყოფილი. ''ბიკემბერგსის'' მაღაზია მომწონს ძალიან, ასევე ''ნიუ თრენდი'', სადაც დიდი ხანია არ შევსულვარ, რადგან ხაზი შეცვალეს, კიდევ მომწონს მაღაზია ''ნოუ ნეიმი'', მაგრამ ძირითადად ქალის სამოსია წარმოდგენილი, თუმცა მართლა კარგი რაღაცები აქვთ, ასეთივეა ალინა არველაძის მაღაზია. გარდა ამისა, ისე თუ წავაწყდები ხოლმე რამეს, თორემ ძირითად შემთხვევაში ჩემს მეგობრებს ვაბარებ და ზუსტად იმას მიგზავნიან რაც მინდა, რისთვისაც თქვენი მეშვეობით მადლობას გადავუხდი.
''თბილისი მოლში'' არ ვარ ნამყოფი, რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, მაგრამ ვერ მივედი. გამოწერა მეზარება და საშინლად არ მიყვარს. მომწონს საათები, რომელიც სულ ჩერდება ჩემს ხელზე და სათვალე, რომელსაც ვიყენებ წელიწადის ნებისმიერ დროს, სხვათა შორის, ჩემს მეგობარს ჩამოაქვს იტალიიდან კარგი სათვალეები, ტომ ფორდი მომწონს და მისგან ვიყიდე. ახლა ხსნის ჩემი მეგობარი მაღაზიას, იტალიიდან ჩამოიტანს სამოსს და ზუსტად ვიცი, რომ გაითვალისწინებს იმას, რაც ქართულ ბაზარს აკლია.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''