როდის გამოვა Taylor Swift-ის ახალი ალბომი?! Taylor Swift-მა სულ რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ტურნე "The Red Tour" დაასრულა, რომელიც თითქმის ორი წლის მანძილზე, 2012 წელს გამოსული ალბომის "Red"-ის მხარდასაჭერად იმართებოდა და მომღერლისგან უკვე გვაქვს საინტერესო და ფანებისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლეები - როგორც ცნობილია შემსრულებელი მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს მიმდინარე წლის ბოლომდე იხილავს.
↧