თხის რქა ჯიუტი, მიზანსწრაფული, ამბიციური, ამაყი, გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი, ფრთხილი და წინდახედული. მისთვის ამომავალი წერტილი ცხოვრებაში ოჯახი და კარიერაა. შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობის მქონე თხის რქა შეიძლება ხანდახან ეგოისტი, ზედმეტად მომთხოვნი და სასტიკიც იყოს. ამასთან პესიმისტი და ჯუჯღუნა. იგი ენამახვილიცაა ოღონდ ყოველთვის ირონიული ნოტით.
↧