
ფორმულა ერთის კალენდარში ახალი რბოლებისთვის ადგილი აშკარად აღარაა. უფრო მეტიც, რამდენიმე ქვეყანა ამაოდ ცდილობს საკუთარი დიდი პრიზის ჩატარებას. და აი, მათ რიგებს კიდევ ერთი - მაროკო დაემატა. და როგორც ყოველთვის, ახალ პრეტენდენტებს ენთუზიაზმი შეაგება ბერნი ეკლსტოუნმა. სხვანაირად ვერც იქნებოდა - აბუ დაბის დიდ პრიზს თვით მაროკოს მეფე ესტუმრა, რომელსაც რა თქმა უნდა, ბერნიც შეხვდა.