
2013 წლის 17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში ჭაბუა ამირეჯიბი დაკრძალეს. მისი რომანის, "დათა თუთაშხიას" მთავარი პერსონაჟი მთელმა საქართველომ გააიგივა იმ როლთან, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა განასახიერა რეჟისორების გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას შვიდსერიიან ფილმში "დათა თუთაშხია". წელს ჯერ ოთარ მეღვინეთუხუცესი წავიდა ამ ქვეყნიდან, შემდეგ - გიგა ლირთქიფანიძე, ახლა ამ ნაწარმოების ავტორი... ჯაბუა ამირეჯიბის სიცოცხლეში მკითხველს საშუალება მიეცა, მწერლის ავტოინტერვიუს გასცნობოდა.