
რამდენიმე სერიაა, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ახალი გმირი, ზიზი გამოჩნდა. თამუნა ბუხნიკაშვილის გმირი ერთ ქალზე შეყვარებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ დიტოსა და მირიან ბარათეონს შორის დგას და ორმაგ თამაშს თამაშობს. მიზნისა და ფულისთვის უკან არაფერზე იხევს. ნდობის მოსაპოვებლად დიტოს საწოლშიც კი უწვება. ეს უკანასკნელი დარწმუნებულიც კია, რომ ჟურნალისტს ის ''ევასება''. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქმარს გაშორებულია. მისი ყოფილი ქმარი ცნობილი მსახიობი გურამ ჯაში გახლავთ. კოტე თოლორდავასა და თამუნა ბუხნიკაშვილს გადასაღებ მოედანზე მივაკითხეთ, რესტორანში, სადაც ფინჯან ყავაზე დიტოსა და ზიზის მორიგი გარიგების სცენას იღებდნენ.