
ზოგს მიაჩნია, რომ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი უსამართლოდ გამოეთიშნენ. გოჩა ჩერტკოევმა წყვილს ტანგოს და რუმბას ტურში დაბალი ქულა დაუწერა და თან აღნიშნა, რომ ლევანმა სწორად არ იცეკვა. მოგვიანებით განაწყენებულ ლევანს, რომელიც ამბობდა, რომ უკვე მესამე სეზონია, გოჩა ჩერტკოევი ჟიურის მართავს, ნანა ნებიერიძემაც დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ეს იყო ხალხის პროექტი და არა გოჩა ჩერტკოევის. პროექტის დატოვების შემდეგ ნანა კვლავ ძალიან დაკავებულია. სპექტაკლ ''ყინულის დედოფალში'' მონაწილეობს და ''ცეკვავე