Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

რაზე ჩხუბობენ სახლში ძმები ბარბაქაძეები

$
0
0

პატარა მსახიობები, ძმები ვიქტორ და გიორგი ბარბაქაძეები, სხვადასხვა სერიალში თამაშობენ. უმცროსი, გიორგი, ქართველმა ტელემაყურებელმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა კიდეც ჯეკოს გმირით. ვიქტორს კი გადასაღებ მოედანზე მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, რამდენიმე ფილმში მონაწილეობს, ახლახან სერიალში "ნათია და ნათია" გამოჩნდა, სადაც კომპიუტერით "დაავადებულ" მოზარდს თამაშობს. ძმებს მოსწონთ ის, რასაც ახლა აკეთებენ – გადასაღებ მოედანზე მუშაობა, თუმცა სერიალმა და პოპულარობამ მათგან მსხვერპლიც მოითხოვა – ვიქტორი გაცდენების გამო სკოლიდან გაუშვეს და სხვაგან მოუწია გადასვლა, გიორგი კი იძულებული გახდა, უდროობის გამო საყვარელი სპორტისთვის – ფეხბურთისთვის დაენებებინა თავი. ვიქტორი 15 წლის არის, გიორგი – 12–ის. ძმები ერთად გვეწვივნენ "სარკეში" და თავიანთ ძმობაზე, პერსონაჟებსა და ინტერესებზე გვიამბეს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles