
ფორმულა ერთის გუნდებმა თავიანთი ახალი ბოლიდების პრემიერების თარიღები დანიშნეს. „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავის ახალ მანქანას ხერესის ტესტების გახსნის დღეს წარმოგვიდგენს. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის მანქანის შემუშავების პროცესი დასრულებული ექნებათ. ეს იმ ფონზე, რომ რამდენიმე გუნდი, პირველი ტესტების გადატანას ითხოვდა.