
საშინელი ამინდი იყო თითქოს ბუნება ჩემს ტკივილს გრძნობდა. სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი სახლში სადაც ავადმყოფი მშობლები მელოდნენ. მამა ხეიბარია ხოლო დედას კი კიბო აქვს. დედისერთა ვიყავი თუმცა გათამამებული არასდროს ვყოფილვარ. როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება ფული მაშინ დამითხოვეს სამსახურიდან. ახლა რა მეშველება როგორ უნდა ვარჩინო მშობლები. სულ მთლად სველი ვიყავი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა ახლა მარტო იმაზე ვფიქრობდი როგორ მერჩინა მშობლები. სახლში სწრაფად ავედი და კარები გავაღე. იმ ფულით რაც მქონდა წამლები და საჭმელი ვიყიდე. კიდევ რამდენიმე დღე მეყოფოდა თუმცა დიდ ხანს არ გასტანდა. მშობლები მოვინახულე და ოთახში შევედი. ჯერ სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე შემდეგ კი ოთახში დავბრუნდი მოვწესრიგდი და სასტუმრო ოთახში გავედი. -შვილო რა გჭირს? -არაფერია მამა უბრალოდ ვერ ვარ დღეს