
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ 4 000 დოლარით ამცირებს თავის საშუალო ზომის პლაგ-ინ ჰიბრიდულ სედან „ფიუჟნ ენერჯის“ ფასს. ამიერიდან, ისედაც პოპულარული ეს ავტომობილი ამერიკის ბაზარზე 34 700 (+ მიწოდების 825) დოლარი ეღირება. და ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში „ფიუჟნ ენერჯის“ გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგდა.