Quantcast
Channel: GOGAGGG.TV მაუწყებლობა და მედია
Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

ჩვენი უკვდავი მეგობრობა..

$
0
0

მინდა მოგიყვეთ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია,მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ მინდა წარმოვიდგინო,ვიცი გული უნდა მეტკინოს და ამიტომ არ ვფიქრობ ხოლმე ამაზე.. ამ ადამიანს მამუკა ჰქვია.. მე და მამუკამ ერთმანეთი 7 კლასში გავიცანით,მაშინ როდესაც ერთი სკოლიდან მეორეში გადავედი.. კარგად მახსოვს ახალ კლასში შესვლის პირველი წამები,ირგვლი ბავშვები მეხვია,ახალმა დამრიგებელმა ჩემს ადგილზე მიმითითა აქ დაჯექიო..აი დაირეკა ახალ სკოლაში პირველი ზარი და გაკვეთილიც დაიწყო.. მე თვალი მოვავლე ახალ მეგობრებს და ერთი ბიჭის დაჟინებული მზერა მომხვდა თვალში რომელიც პირდაპირ მე მიმიზნებდა,მეც მივაშტერდი.. და აი ასე შედგა პირველი კომუნიკაცია ახალ კლასში,ჯერ მან გამიღიმა,შემდეგ მე.. ნელ–ნელა ბავშვებიც გავიცანი,კლასს მივეჩვიე და მე და მამუკა ერთ მერხზეც აღმოვჩნდით,რათქმაუნდა კლასის ბოლოში,სადაც ხმაურიანი ბავშვები ზიან ხოლმე როგორც წესია...იმდენი რამ მიტრიალებს ეხლა თავში,არმინდა რამე გამომრჩეს,მაგრამ ამას რომ წაიკითხავ მამო შენც გაგახსენდება რაღაცეები ვიცი :D


Viewing all articles
Browse latest Browse all 7190

Trending Articles