
ვიცით, რომ ღვინოს დაძველება უხდება, მაგრამ თუ ეს წესი ოდესმე საბურავებზეც გავრცელდებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. დეტროიტის მოტორ შოუზე კი, ფრანგულმა კომანია „მიშლენმა“ სწორედ ისეთი საბურავი წარადგინა, რომელიც ცვეთასთან ერთად, მახასიათებლებს იუმჯობესებს. ასეთი საბურავის წარმოების ტექნოლოგიას „ევერგრიპ“ (მუდამ მოდებაში) უწოდეს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა, რომ ის 60 000 მილს (დაახლოებით 96 000 კილომეტრს) გაგატარებთ.