
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის პოსტს ისევ რონ დენისი დაუბრუნდა, ვინც მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ გუნდს 1982-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მარტინ უიტმარშს ჩაანაცვლებს, რომლის მომავალიც გაურკვეველია. ამგვარად, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის გარდა, 66 წლის დენისი ასევე ჯგუფის დირექტორთა თავმჯდომარის და „მაკლარენ ავტომოტივის“ ხელმძღვანელის როლსაც შეუთავსებს.