
გვანცა ჯაფარიძე მაყურებელმა პროექტ ''საქართველოს ვარსკვლავიდან'' გაიცნო. ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ საზოგადოებას თავი განსაკუთრებული ხმის ტემბრით და შესრულებით დაამახსოვრა. მას შემდეგ გვანცა ტელევიზიით იშვიათად გვინახავს, მაგრამ საშობაო მიუზიკლ ''ლურჯ ფრინველში'' მისმა შესრულებულმა წყალქვეშა სცენამ მაყურებელი შოკში ჩააგდო. ყველაზე რთული დავალება გვანცას ერგო, თუმცა თავი კარგად გაართვა. ჩვენს რესპონდენტს მძლეოსნობის ფედერაციაში შევხვდით.