"ვინც იბადება, იმისი ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ იმ ათასობით უსახურში, შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაზე გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვის ნახევარს სახელდახელოდ ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს, ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია" – როცა სტატიის წერა დავიწყე და მონდომებით ვარჩევდი ეპილოგად გამოსადეგ ფრაზას, ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის – ოტია იოსელიანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში. წერა დავიწყე და გამახსენდა რომ ოტია თავადაც ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული. დღევანდელი ჩვენი საუბარიც სწორედ ტყუპისა და მისი ოპოზიციური ნიშნის მშვილდოსნის თავსებადობაზეა, თუმცა მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს მინდა დასაწყისშივე აგიხსნათ – ჩემი მიზანი ამ სტატიით თქვენთვის ოპოზიციის არსის ახსნა და ზოგადად "მეორე ნახევრის" პრინციპის ასტროლოგიური ინტერპრეტაციაა. საამისოდ კი მსოფლიოში ცნობილი წყვილის ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მრავალწლიანი და რაც მთავარია, მყარი ოჯახი მინდა მოვიყვანო მაგალითად.
↧