ივნისის პირველი დეკადა გარკვეული სირთულეებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისი საქმიანობაც კომუნიკაციის სფეროსთანაა მჭიდრო კავშირში. ნუ გაგიკვირდებათ თუ მოლაპარაკებები უახლოესი ორი სამი დღის მანძილზეც ჩიხში შედის, თანამოსაუბრეებს უჭირთ ერთმანეთთან კონსენსუსის მიღწევა. პირად ურთიერთობებში კი გარკვეული სიცივე, დისტანცია ან გაუგებრობა ისადგურებს. მოთმინებით მოეკიდეთ ერთი შეხედვით "კრიზისულ სიტუაციას", რომელსაც რამდენიმე დღეში ბედიერებისა და წარმატების პლანეტა იუპიტერი შესამჩნევად შეამსუბუქებს. ამ პერიოდიდან გაცილებით გაადვილდება სასიყვარულო ფრონტზე წარმოქმნილი პრობლემები. უფრო მეტი შანსი ჩნდება კონსტრუქციული დიალოგისთვის საქმიანი მოლაპარაკებების კუთხით.
↧