ბოლო წლების მთავარი ტენდენცია მაკიაჟში -მოკრძალებული "nude" ჩაანაცვლა კაშკაშა ფერებმა.
მიმდინარე სეზონზე გაბედულ და ექსპერიმენტების მოყვარულ ქალბატონებს და არამარტო მათ შეუძლით გამოხატონ თავიანთი ორიგინალურობა მალაქიტის, მელნის, მიმოზის ფერის პომადის დახმარებითაც. ამის მაგალითს ვარსკვლავი-ქალბატონები უკვე იძლევიან.
ყვითელი და ოქროსფერი პომადა მომგებიანად გამოიყურება მხოლოდ მუქი ფერის კანის მქონე ქალბატონების ტუჩებზე. ლათინოამერიკელი, როგორ ჯენიფერ ლოპესი, ინდიელი, აფრიკელი და ძალიან გარუჯული გოგონები იდეალური კანდიდატები არიან. დანარჩენმა ქალბატონებმა კი ამ ფერის პომადა წითელი, ყავისფერი ან ატმისფერი პომადის ზემოდან უნდა გადაუსვან, რათა ტუჩებს მეტი ნათება მიანიჭონ.
![image image]()
იისფერი პომადა ყველაზე პოპულარულია ქალბატონებს შორის. მას ხშირად ისმევენ ვარსკვლავი-ქალბატონებიც -ამანდა სეიფრიდი, კამილა ბელი და ჯოან სმოლსი. ..
კამილა ბელი; ჯოან სმოლსი
![image image]()
ლურჯი ფერის პომადა
ზოგიერთი ვარსკვლავი-ქალბატონისთვის მაგ. რიანას, ლედი გაგას, კეშასთვის ყოველდღიური სტილის შემადგენელი ელემენტი გახდა და არა პუბლიკაზე ზემოქმედების საშუალება. თუ ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად არ ხართ, გადაუსვით პომადა ვარდისფერ, წითელ ან ჟოლოსფერ ვარიანტებს, ამგვარად ფერი უფრო ცივი, იასამნისფერი ელფერის გახდება.
![მოდური ტენდენცია-უჩვეულო ფერის პომადა მოდური ტენდენცია-უჩვეულო ფერის პომადა]()
მწვანე
წინასაახალწლოდ მოდურმა სახლმა Dolce & Gabbana თითქმის შეუძლებელი შეძლო. მაკიაჟის ლიმიტირებულმა კოლექციამ Sicilian Jewels გააოცა მოდური ჟურნალის რედაქტორები და ბლოგერებიც კი. პომადა Classic Cream Lipstick-ის ფერი ძვირფასი ქვების ელფერს ზუსტად იმეორებდა, განსაკუთრებით მუქი ზურმუხტისფერი. საახალწლო თემატიკის მიუხედავად, ვიზაჟისტი პეტ მაკგრატის რჩევით, ზურმუხტისფერი პომადა დღისითაც შეგიძლიათ წაისვათ, დაამატოთ მას ოქროსფერი ჩრდილები და ბრწყინავი საცხი ან შეურიოთ წითელი ფერის პომადას- გადაისვით ტუჩებზე წითელი პომადა, ცენტრში კი გააკეთეთ აქცენტი მწვანე ფერის დახმარებით. შემდეგ დატუშეთ ტუჩების საზღვარი კიდეების მიმართულებით-მიიღებთ მოწითალო-მოყავისფრო ტონალობას.

შავი ფერის პომადა
მსახიობი რუნი მარა და მომღერალი ლორდი გოთებს არ მიეკუთვნებიან, თუმცა შავ პომადას ხშირად იყენებენ არა მხოლოდ მოდური გადაღებებისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიღებებზე, კინოპრემიერებზე. აუცილებელი არ არის ექსპერიმენტი ძალიან მუქი ფერის პომადით დაიწყოთ. თავდაპირველად სცადეთ მუქი-წითელი ან მოშავო-იისფერი. გოთებთან მსგავსების თავიდან ასაცილებლად პომადაზე პრიალა საცხი გადაისვით.

მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM-ისთვის