ცნობილმა ვიზაჟისტებმა ნარინჯისფერ-სტაფილოსფერი პომადა წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მთავარ მოდურ ტენდენციად გამოაცხადეს. თავისთავად ეს გასაკვირი არც არის- თბილი სეზონის დადგომისას აქცენტი ფერად ტანსაცმელზე გადადის, ამიტომ ვიზაჟისტებმა მაკიაჟის გაკეთებისას კაშკაშა ფერის მხოლოდ პომადა შეინარჩუნეს.
![ახალი მოდური ფერის პომადა "New Pink" ახალი მოდური ფერის პომადა "New Pink"]()
ვარსკვლავმა ქალბატონებმა უცებ აიტაცეს მოდური ტენდენცია და მათ კოსმეტიკურ ჩანთაში უკვე საპატიო ადგილი დაიკავა კაშკაშა ფერის პომადამ.
დიზაინერთა საგაზაფხულო ჩვენებებზე სტაფილოსფერი ელფერი წარმოდგენილი იყო Prabal Gurung, John Galliano, Antonio Berrardi და Dennis Basso-ს კოლექციებში.
კოსმეტიკურმა ფირმებმაც იზრუნეს მოდის მიმდევარ ქალბატონებზე და მათ ნარინჯისფერი პომადის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს. მაგ. L'Oreal Paris-ის L'Extraordinaire by Color Riche- ლაქისმაგვარი პომადა მეტად ღრმა ფერისაა და ტუჩებს სიპრიალეს ანიჭებს.

ნარინჯისფერ-სტაფილოსფერი ფერი იდეალურად შეესაბამება ნებისმიერი ფერის თმას: ქერას, შავგვრემანს, წითურს.. გაითვალისწინეთ, რომ სახის კანი ძალიან ფერმკრთალი არ უნდა იყოს.

იდეალური ვარიანტია სახეზე მსუბუქი ნამზეურის ეფექტი, პომადა კი ხაზს გაუსვამს კანის ჯანსაღ ბრწყინვალებას.
კაშკაშა პომადას აქცენტი გადააქვს სახეზე, ამიტომ სტაფილოსფერი პომადის წასმამდე სახის ტონი გაათანაბრეთ, გამოიყენეთ კონსილერები, კორექტორები, ტონალური კრემი და პუდრი. დაივიწყეთ ფერ-უმარილი, ხოლო სახე ძალიან უფერულია, გადაისვით ატმისფერი ფერ-უმარილი-ღაწვებზე უნდა გაჩნდეს მხოლოდ მსუბუქი ბუნებრივი ჩრდილი.

გადაისვით ტუში წამწამებზე და ფანქარი წარბებზე და მოდური მაკიაჟიც მზად იქნება.
მოამზადა: ამელი გოგილაშვილმა
სპეციალურად საიტი GOGAGGG.COM-ისთვის